суббота, 13 июня 2015 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი  შეკითხვა

  • რა არის  ინდივიდუალიზმი  და  არის  თუ არა  იგი თანამედროვე  ცხოვრების  თანამდევი მოვლენა ?

თემატური  შეკითხვები

  • რამ  გამოიწვია დიდი  სულიერი  ენერგიით  აღჭურვილი  ასკეტის (  განდეგილის)  დამარცხება?

შინაარსობრივი  შეკითხვები


  • ვინ  არის  განდეგილი?
  • როგორ  ამოწმებდა  განდეგილი  სულის  სიწმინდეს?
  • ვინ  შეუქმნა  განდეგილის  სულს  საფრთხე?
  • რით  დამთავრდა  მწყემსი  ქალისა  და  განდეგილის  შეხვედრა?
       რა  დაემართა  განდეგილს,  როცა  უფლის  კეთილგანწყობის  ნიშანი  ვეღარ  ნახა?

суббота, 30 мая 2015 г.

მეორე დღის რეფლექსია

პროექტის  იდეები  განვათავსეთ  ბლოგზე, მივიღეთ საქმიანი  კომენტარები, რომლებიც  მომავალ  საქმიანობაში  დაგვეხმარება.გავეცანით  პუბლიკაციის ჩეკლისტს. ვისწავლეთ  და გავამზადეთ  საპროექტო იდეის  ბროშურის  შაბლონი .მივიღეთ სახლში სამუშაოდ დავალება . 

ჩემი პროექტის იდეა

       სამყარო  მშვენიერია .ამ  სამყაროს ნაწილი  და მნიშვნელოვანი  ფიგურაა ადამიანი. სამყაროში, რომელიც  ღმერთმა  ადამიანის ბედნიერებისთვის  შექმნა, გაუმართლებელია პესიმიზმი,  უკიდურესი  ინდივიდუალიზმი-საკუთარ  თავში   ჩაკეტვა, ცხოვრებისათვის ზურგის  შექცევა,  რაც თანამედროვე  ცხოვრების თანამდევი  მოვლენა   გახდა.
   საჭიროა  ქმედითი  ღონისძიებების  გატარება ამ  პრობლემის  მოსაგვარებლად, ადამიანთა  შორის  სიყვარული  და  ურთიერთგაგება      დაეხმარება  ადამიანებს და  უჩვენებს   გზას  ხსნისას.