суббота, 30 мая 2015 г.

მეორე დღის რეფლექსია

პროექტის  იდეები  განვათავსეთ  ბლოგზე, მივიღეთ საქმიანი  კომენტარები, რომლებიც  მომავალ  საქმიანობაში  დაგვეხმარება.გავეცანით  პუბლიკაციის ჩეკლისტს. ვისწავლეთ  და გავამზადეთ  საპროექტო იდეის  ბროშურის  შაბლონი .მივიღეთ სახლში სამუშაოდ დავალება . 

ჩემი პროექტის იდეა

       სამყარო  მშვენიერია .ამ  სამყაროს ნაწილი  და მნიშვნელოვანი  ფიგურაა ადამიანი. სამყაროში, რომელიც  ღმერთმა  ადამიანის ბედნიერებისთვის  შექმნა, გაუმართლებელია პესიმიზმი,  უკიდურესი  ინდივიდუალიზმი-საკუთარ  თავში   ჩაკეტვა, ცხოვრებისათვის ზურგის  შექცევა,  რაც თანამედროვე  ცხოვრების თანამდევი  მოვლენა   გახდა.
   საჭიროა  ქმედითი  ღონისძიებების  გატარება ამ  პრობლემის  მოსაგვარებლად, ადამიანთა  შორის  სიყვარული  და  ურთიერთგაგება      დაეხმარება  ადამიანებს და  უჩვენებს   გზას  ხსნისას.